P-ISSN: 1512-1941
E-ISSN: ????-????
„ცივილიზაციური ძიებანი" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოდის 2003 წლიდან. 2007 წლის ივნისში იუნესკოს ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო მრგვალი მაგიდის — „კავკასია: ინტერკულტურული დიალოგის პერსპექტივა" — გადაწყვეტილებით, ის არსებობას განაგრძობს, როგორც საერთაშორისო გამოცემა. კრებული ინტერდისციპლინურია; მოიცავს კროსკულტურული კომუნიკაციისა და ინტერკულტურული დიალოგის, შედარებითი რეგიონული კვლევების (ისტორიული და ტიპოლოგიური საკითხები), კულტურის კვლევების და სხვა საკითხებს. კრებული თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ კოლეგებთან, რომლებიც წარმოდგენილი არიან როგორც სარედაქციო საბჭოში, ისე ავტორების სახით. სარედაქციო ჯგუფი მზადაა თანამშრომლობისათვის დაინტერესებულ პირებთან და სტრუქტურებთან.