ილია ჭავჭავაძის ფიგურის ინსტრუმენტალიზაციასაქართველოში (1980-2024)
ანოტაცია
საქართველოში ილია ჭავჭავაძე საკულტო ფიგურად მიიჩნევა. ქვეყნის განვითარებაში მისი ღვაწლი და დამსახურება საკმაოდ დიდი და მასშტაბურია. მიუხედავად ამისა, ჭავჭავაძის შესა- ხებ განსხვავებული დამოკიდებულებები არსებობს. სხვადასხვა ჯგუფისთვის იგი განსხვავებუ- ლი ღირებულებების მატარებელია. ამის საფუძველს ქმნიან საზოგადოებრივი აზრები და იდეო- ლოგიები, რომლებმაც დროთა განმავლობაში ილიას წინააღმდეგობრივი მოდელები შექმნეს. თვალსაჩინოა სხვადასხვა დროსა და კონტექსტში ფიგურის პოლიტიკური ადაპტაციები (1980- 2024), რომლებიც დღემდე ლეგიტიმაციის განმტკიცებას ცდილობენ. ჭავჭავაძის მოღვაწეობა ძირითადად ფრაგმენტულად განიხილება და დიქოტომიურ ხასიათს ავლენს, ამიტომაც ქართუ- ლი საზოგადოება ილია ჭავჭავაძის გარშემო მკვეთრად პოლარიზებულია. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, ორგანულ პროცესად შეიძლება მივიჩნიოთ, ხოლო, მეორე მხრივ, მანიპულაციის კარგ საშუალებად. პოლიტიკური ჯგუფები ეროვნულ ფიგურებს საკუთარ ინტერესებს უკავშირებენ, რაც ხშირად ძალაუფლების მოპოვებისა და პოპულიზმის გამოხატულებაა. პარტიების ლიდერები და აქტივისტები, საზოგადო მოღვაწეები, სასულიერო პირები თუ ინტელექტუალები გამოხატა- ვენ ამბიციას, რომ სწორედ ისინი აგრძელებენ „ილიას გზას“. თავისთავად, ჭავჭავაძის საქმიანო- ბა განუზომლად დიდია: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება; სა- ბანკო საქმე; საერთო ნიადაგის თეორია; პრესის განვითარება; ენის რეფორმა; თარგმანები და ა. შ. ამრიგად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის ილია, დროთა განმავლობაში, ყვე- ლას მედროშე გახდა.
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2023 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ცივილიზაციური ძიებანი იტოვებს მხოლოდ პირველი გამოქვეყნების უფლებას.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

